მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა მორიგი სამხედრო დახმარების მოლოდინშია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას შესაძლოა უახლოეს ოთხ-ექვს კვირაში მიაწოდოს თავის შეიარაღებაში დარჩენილი MiG-29 გამანადგურებლები.
როგორც პოლონეთის პრესა იტყობინება, ამის შესახებ მან განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელზეც საუბარი იყო პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ამასწინანდელი კომენტარის შესახებ, რომელიც მან გამანადგურებლების თაობაზე გააკეთა.
დუდამ 8 მარტს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას თავისი MiG-29 გამანადგურებლები გადასცეს.
სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შარშან პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას რამდენიმე MiG-29, სავარაუდოდ სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებიც უკრაინის შეიარაღებაში არსებული ამავე ტიპის თვითმფრინავებისთვის იყო განკუთვნილი.
ღია წყაროების თანახმად, პოლონეთს 29 ერთეული MiG-29 ჰქონდა. იგეგმება მათი შეცვლა სამხრეთკორეული წარმოების თვითმფრინავებით. გარდა ამისა, პოლონეთი გამოიყენებს ამერიკულ F-16-ებსნ ასევე ვარშავამ აშშ-ს შეუკვეთა 32 ცალი ყველაზე თანამედროვე მრავალმიზნობრივი სამხედრო თვითმფრინავი F-35.

ევროკავშირის საბჭომ მშვიდობის ფონდის ბიუჯეტის 2 მლრდით გაზრდა გადაწყვიტა, – ამის შესახებ დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
“დღევანდელი გადაწყვეტილება ზრდის ევროპის მშვიდობის ფონდის ბიუჯეტს 7,9 მილიარდ ევროზე მეტს. ამ ინსტრუმენტის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილებში პარტნიორების მხარდასაჭერად”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპული მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა, რათა ევროკავშირმა შეძლოს ურთიერთქმედება ქვეყნებთან, რომლებიც მის შემადგენლობაში არ არიან. ეს ფონდი აფინანსებს უკრაინის ყველა მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის თქმით, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა. ამის შესახებ სუნაკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ავსტრალიის პრემიერთან ენტონი ალბანესთან AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვისას ისაუბრა.
“დიდი ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტია გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ გამძლეობას”, – თქვა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევები გაიზარდა მხოლოდ “რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობებით”.

მსგავსი პოსტები

Back to top button