მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება [Audio]

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

იგი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, რადგან ექსპრემიერმა წინასწარ უკვე დაანონსა, რომ ყველა ოლქში მის ყველა კანდიდატს გაამარჯვებინებს.

”ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების.
რა შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button