სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღებში კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
სააგენტოში განაცხადეს, რომ შემოწმების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში, სადაც სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა. მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.