მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დაბომბეს

5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად – ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს. ცეცხლის ალშია გახვეული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დილის შემდეგ ეს ხარკოვზე უკვე მესამე თავდასხმაა.

“ადგილებზე მაშველები მუშაობენ”, – იუწყება უკრაინული საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ოკუპირებული ლუგანსკის ქალაქ ზოლოტოეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

როგორც ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმა აღნიშნა, ეს ადამიანების განზრახ მკვლელობა იყო.

“მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გარდა სხვა არაფერია. რუსები მიზანმიმართულად ესროდნენ მოსახლეობას. ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ორი სართული განადგურებულია – ჭურვებმა სართულები მთლიანად დააზიანა. სულ მცირე 2 მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 4-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო”, – აღნიშნა გაიდაიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button