ფასანაურში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

ადგილობრივები ფასანაურის გავლით რუსეთიდან სომხეთში ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ მეზობელ სოფლებში ბოძების დამონტაჟება უკვე დაწყებულია და მათ სოფელში სამუშაოები მაქსიმუმ 1 კვირაში დაიწყება.

ფასანაურის მოსახლეობა გეგმავს ხელი შეუშალონ მშენებლობას, რადგან, როგორც თვითონ ამტკიცებენ, მთიულეთის ქედზე უნდა გადაიჭრას 30-50 მეტრის სიგანის ხეები, რასაც შეიძლება მეწყერები და ზვავი მოჰყვეს.

გარდა ამისა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გადამცემი ანძები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ბოძების დამონტაჟებას სოფლის გვერდის ავლით ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button