რეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევას თოხლიაურში ქვეითი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

ავარია სოფელ თოხლიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცს, ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის სავარაუდოდ, გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო სამუშაოებს ასრულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button