რადიო „თბილისმა“ და GARB-მა მემორანდუმი გააფორმეს

“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ” (GARB) და “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” რადიოსადგურმა “თბილისმა” FM93.5 მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, 24 აპრილიდან, კვირას და ორშაბათს, “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა” ასოციაციის 2 ყველაზე პოპულარული ტელეპროდუქტი: ტელე-რადიო ჟურნალი „მრავალკუთხედი“ და თოქ-შოუ „განსხვავებული აზრი“ რადიო თბილისის FM93.5 ეთერშიც გავრცელდება.

რადიო “თბილისის” ეთერში „მრავალკუთხედის“ მოსმენა მსმენელს ყოველ კვირას, 18 საათზე შეეძლება, „განსხვავებული აზრის“ კი ორშაბათობით 19 საათიდან.

“საქართველოს რეგიონულ მაუწყბელთა ასოციაცია” საქართველოს 21 დამოუკიდებელ რეგიონულ სატელევიზიო არხს და 5 რეგიონულ რადიოსადგურს აერთიანებს.

რადიო “თბილისმა” მაუწყებლობა დედაქალაქსა და მის შემოგარენში 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. რადიო “თბილისი“ “სამაუწყებლო კოპმპანია ჰერეთის” რადიოსადგურია, რომელიც კიდევ ერთ დამოუკიდებელ რადიოს „ჰერეთს“ FM102.8 მეთვრამეტე წელია ფლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button