მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ლავროვის თავმჯდომარეობით გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.

სერგეი ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ის სხდომის თავმჯდომარე იქნება. სერგეი ლავროვის ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ დილით ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხვალ ლავროვის თავმჯდომარეობით გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.
“სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – წერს ზახაროვა.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია სერგეი ლავროვისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაც.

შეერთებულმა შტატებმა რუსული სამთავრობო მედიების ჟურნალისტებზე ვიზები არ გასცა, რასაც ლავროვმა “სისულელე” უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი ამას “არ დაივიწყებს და არ აპატიებს”.

აშშ-მა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა მხოლოდ გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ლავროვმა ოთხშაბათს გაეროს მთავარი ოფისი საკუთარ ტერიტორიაზე მდებარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
რუსეთმა ამ სხდომაზე მიიწვია რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რუსეთს ბევრი განსახილველი თემა დაუგროვდა.

2023 წლის პირველი აპრილიდან, როტაციის წესით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოს სათავეში ჩაუდგა “ტერორისტი სახელმწიფო”, რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებსაც ლავროვის ვიზიტი უნდა გაეშუქებინათ. ნიუ-იორკში გამგზავრების წინ ლავროვმა განაცხადა, რომ ამას „არ დაივიწყებენ და არ აპატიებენ“.
2023 წლის პირველი აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინა საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა დაებლოკათ აღნიშნული ნაბიჯი.

ეს ნიშნავს, რომ ახლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერია გაცემული.

როლი ძირითადად პროცედურულია, მაგრამ რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ გამოცემა TASS-ს განუცხადა, რომ რამდენიმე დებატის ზედამხედველობას გეგმავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, 2023 წლის 1 აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button