მცდარი ინფორმაცია საქსტატის ვებგვერდზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-საიტზე, 2007-დან 2015 წლამდე მოცემული მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლები სიმართლეს არ შეესაბამება.

2015 წლის მდგომარეობის ამსახველ გრაფაში, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობა 777 ათასი ადამიანითაა შემცირებული. საქსტატის განმარტებით, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია კორექტირებას საჭიროებს, რომელიც მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შვიდი მილიონ ხუთასსამოცდათხუთმეტი ათასი ლარით ფინანსდება.

მოუსმინეთ საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, პაატა შავიშვილის ხმას ►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button