მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას სულ მცირე, 95 ჟურნალისტი დაიღუპა

7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, ისრაელი-ჰამასის კონფქლიტის გაშუქებისას, სულ მცირე, 95 ჟურნალისტი დაიღუპა.

მსხვერპლს შორის 90 პალესტინელი, 2 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 4 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 30 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button