მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსებმა დედაქალაქი კიევი დაბომბა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ისროლეს. შეტევა დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო.

„მტერმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია კიევს. სამიზნეები განადგურებულია“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქების ხმები გაისმა. დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. რაკეტების ნამსხვრევები კიევის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. კიევის მერიის და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოლომენსკის რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი, ხოლო პეჩერის რაიონში – არასაცხოვრებელი შენობა.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურები დედაქალაქის რამდენიმე უბანში არიან გადანაწილებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.

ამასთან კიევზე სარაკეტო თავდასხმა იყო 21 და 24 მარტსაც. დღეს, 25 მარტს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ელექტროქვესადგურები.
კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთს შავი ზღვიდან დრონებით შეუტიეს. გავრცელდა ინფორმაცია ოდესაში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსმა ოდესის რაიონში X-31P რადარის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს, შავი ზღვიდან კი რამდენიმეჯერ გაუშვეს “შაჰიდის” ტიპის დრონები.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში 4-4 დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილმა სამიზნეებამდე მიაღწია.უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობითვე, ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი. ქალაქ ოდესის ცენტრს და მიმდებარე რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
სარდლობის მონაცემებით, ნიკოლაევის ოლქში დრონი მოხვდა ენერგეტიკულ ობიექტს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ერთ-ერთი მოგერიებული აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაინგრა ერთი ორსართულიანი სახლი და რამდენიმე დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი.
თავდასხმის გამო საჰაერო განგაში 25 მარტს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
22 მარტს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

“დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე ოკუპანტებმა მტრული შეტევები განახორციელეს ჩუგუივის რაიონის ქალაქ ვოვჩანსკზე. დაბომბვის შედეგად 65 წლის კაცი დაიღუპა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის, სამართალდამცავები ადგილზე მუშაობენ და საოკუპაციო ძალების დანაშაულს აღრიცხავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button