10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე [ფოტო]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი ამხილა.
უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, ოქროს ნაწარმი შემოიტანეს.
ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 610 000 ლარს აღემატება.
გამოძიება 214-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.