მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, მოღვაწეობის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერი აქცია იგეგმება.
აქცია , 28 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

აქციის ორგანიზატორები, თანამოაზრეების მობილიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენენ.
მხარდამჭერების შეკრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პოლიტიკოსმა და ფილოლოგმა, ლევან ბერძენიშვილმა, ერეკლე მეორესა და გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, განცხადება გააკეთა.

ბერძენიშვილმა თქვა, რომ საქართველოს რუსეთისათვის გადაცემის გამო, ერეკლე მეორე, მოღალატედ უნდა გამოცხადებულიყო.

პოლიტიკოსის განცხადებას მაშინვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სოციალურ ქსელში.
პროტესტის ნიშნად, თელაველების ერთმა ნაწილმა, ისტორიული ჭადრის ახლოს მდებარე საპირფარეშოს შესასვლელში, ლევან ბერძენიშვილის ფოტო ჩამოკიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button