ერაყში ISIS-ის 40-ზე მეტი წევრი დააპატიმრეს

ერაყის სპეცსამსახურებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 40-ზე მეტი წევრი დააპატიმრეს, – გვაცნობებს РИА Новости.

ანტიტერორისტული რეიდები ბაღდადისა და დიალის პროვინციებში ჩატარდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ დიდი რაოდენობის შაჰიდის ქამრები, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ავტამანქანები და ფულადი თანხა ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ელ-რამადის ცენტრში ISIS-ის წინააღმდეგ სპეცოპერაციის განახორციელება დაიწყეს. ქვეყნის სამთავრობო ჯარები ტერორისტებისგან ქალაქის სრულ გაწმენდას რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button