ჰააგის სასამართლოს ვერდიქტის გამო ჩინელები iPhone-ს ამტვრევენ

ჩინელებმა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ-ჩინეთში მდებარე სადავო კუნძულების თაობაზე უცნაური ფორმით გააპროტესტეს და საკუთარი iPhone-ების დამტვრევა დაიწყეს, – იუწყება The Asian Correspondent.

ამის შესახებ BBC-ის ჰონკონგის ოფისის პროდუსერმა, გრეის ცოიმ საკუთარ Twitter-ში დაწერა და დამტვრეული iPhone 6-ის ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ჩინური მასმედია აღნიშნავს, რომ ჩინეთის მოქალაქეები ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით უკმაყოფილებას ასეთი ფორმით გამოხატავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ივლისს ჰააგის ტრიბუნალმა სამხრეთ-ჩინეთის აკვატორიაში მდებარე სადავო ტერიტორიებზე უარი განუცხადა. ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტეამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პეკინის მიერ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა საერთაშორისო სამართლის დარღვევად აღიქმება.

თუმცა ჩინეთმა ჰააგის გადაწყვეტილება არ ცნო და აშშ-ს ამ საკითხზე “სერიოზული დაფიქრებისკენ” მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button