გიორგი ვაშაძემ ნაციონალურ მოძრაობა დატოვა [Audio]

გიორგი ვაშაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს. განცხადება დეპუტატმა პარლამენტის შენობაში გააკეთა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ვაშაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მის მიერ პარტიის დატოვება უკავშირდება საარჩევნო სიებს. ვაშაძის თქმით, მან პარტია დატოვა, პოზიციებისა და ინტერესების შეუთავსებლობის გამო.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს პერსპექტივას, რომ პარტია ამომრჩეველს შესთავაზებს ისეთ სამომავლო გეგმებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button