შაფათავა და გორგოძე ბუჩაში 1/2-ფინალში გავიდნენ

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად წყვილთა ზედიზედ ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგო ბულგარეთში.

შემდეგ ორივე ჩოგბურთელმა უკრაინულ ბუჩაში გადაინაცვლა და იქაურ 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება.

ერთეულებში სოფიო პირველ, ანასტასია კი მეორე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. სამაგიეროდ, ისინი წყვილებში ყოჩაღობენ, ოღონდ თანამემამულეებთან შეამხანაგებულნი.

შაფათავა ეკატერინე გორგოძესთან ერთად ძალებს ცდის და ტურნირის რეიტინგ-ფავორიტია, ვასილიევას და უკრაინელ ოლგა იანჩუკს განთესვით მეორე ნომერი აქვთ.

გუშინ, 23 სექტემბერს, მეოთხედფინალში ორივე დუეტმა წარმატებით ითამაშა: გორგოძე და შაფათავა მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) და ვალერია სტრახოვას (უკრაინა) იოლად გაუსწორდნენ – 6:1, 6:2 და ნახევარფინალში ანგელინა გაბუევას (რუსეთი) და ელიზავეტა იანჩუკის (უკრაინა) ტანდემს დაუპირისპირდებიან.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ოლგა იანჩუკი, ანასტასია ვასილიევა-დიანა ბუზეანი (რუმინეთი), ალიონა სოტნიკოვა (უკრაინა).

მსგავსი პოსტები

Back to top button