“მოსმენების შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შენ გეხებას სარჩელი და მოსმენების შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად სცნო.

მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის სარჩელი. საუბარია მუხლზე, რომელიც ე.წ. 2 გასაღების პრინციპს ითვალისწინებს. კანონი დამტკიცებისთანავე გაასააჩივრეს კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ისინი არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ რეგულაციას, რომელიც მოსმენებზე კონტროლის მექანიზმს ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს უტოვებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ძალაში 2017 წლის მარტიდან უნდა შევიდეს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button