მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა ხერსონის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს -დაწესებულებაში ორასზე მეტი პაციენტი მკურნალობს

გვიან ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას ქვემეხებით ცეცხლი გაუხსნეს, დაფიქსირდა 20 აფეთქება. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას 4 000 რუსი ჯარისკაცი და მტრის 224 სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.
“რაინმეტალი” უკრაინული აღჭურვილობის სერვისს ცენტრს ხსნის რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს. კომპანია ბრძოლის დროს დაზიანებულ უკრაინულ აღჭურვილობას მოემსახურება.
“დაიჭირეთ სიკეთის მხარე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც” – ეს მოწოდება გერმანიის მიმართ ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრს ეკუთვნის. გერმანულ მედიასთან ინტერვიუში შიმონ შინკოვსკი ამბობს, რომ ვარშავისა და ბრატისლავის გადაწყვეტილება გადასცეს უკრაინას “მიგ-29”-ის გამანადგურებელი თვითმფრინავები მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სხვა ქვეყნებმა.

ხერსონის ოლქის პოლიციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის არმიამ ხერსონის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას MLRS რაკეტებიდან, არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან შეუტია. კერძოდ, მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, მრავალსართულიანი შენობები და მაღაზიები.
ხერსონის ოლქის პოლიცია აცხადებს, რომ რუსული ძალების მხრიდან რეგიონზე თავდასხმის შედეგად 47 წლის კაცი და 75 წლის ქალი დაიღუპა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 92 დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
რუსებმა ხერსონის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს, – ინფორმაციას რეგიონული ადმინსიტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟმად დაწესებულებაში ორასზე მეეტი პაციენტი მკურნალობს.
“ორასზეე მეტი ფანჯარაა მინის გარეშეა, ასევე დაზიანებულია საავადმყოფოს ირგვლივ ღობე. ამჟამად დაწესებულებაში ორასზე მეტი პაციენტი მკურნალობს და 100 სპეციალისტი მუშაობს”, – წერს ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია.
ცნობილია, რომ რუსების ავიაიერისშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button