იტალიელმა მსახიობმა სცენაზე თავი ჩამოიხრჩო [Photo]

იტალიელი მსახიობი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან თეატრალური წარმოდგენის მსვლელობისას, სცენაზე დამონტაჟებული ლეღვის ხის დეკორაციაზე თავი ჩამოიხრჩო, – იუწყება Daily Mail.

27 წლის რაფაელ შუმახერს, სცენარის მიხედვით, თავი იარაღის გასროლით უნდა “მოეკლა”, მაგრამ მან თვითმკვლელობის სცენა სხვანაირად გაითამაშა.

ვინაიდან შუმახერს ნიღაბი ეკეთა, დარბაზში მყოფებმა სუიციდური აქტი უცებ ვერ შენიშნეს, მაგრამ როცა მსახიობი კრუნჩხვებში ჩავარდა, ერთ-ერთი მაყურებელი, რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული, მსახიობის დასახმარებლად გაემართა.

მსახიობის დედა თვითმკვლელობას გამორიცხავს.

“ჩემმა შვილმა ახლახან მამა დაკარგა და შეყვარებულსაც დაშორდა, მაგრამ თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია და სიკვდილისწინა წერილიც არ დაუტოვებია”, – განაცხადა შუმახერის დედამ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28668″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button