მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტები უკრაინელ ხალხს საკუთარი ბინებიდან ასახლებენ

უკრაინა პოლონეთისგან სიემიანოვიცე - სლიონსკეში წარმოებულ Rosomaks-ის ტიპის 100 ერთეულ ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლუჰანსკის რეგიონში რუსი ოკუპანტები ხალხს საკუთარი ბინებიდან ასახლებენ.

გენერალური შტაბის თქმით, ლუჰანსკის რეგიონში მტერმა გააძლიერა კონტრდაზვერვის რეჟიმი და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ბინებიდან ასახლებს, რათა იქ საოკუპაციო ჯარების სამხედრო პერსონალი შევიდეს საცხოვრებლად.

“კერძოდ, ლუჰანსკის ოლქის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ხალხი გამოასახლეს საკუთარი ბინებიდან, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები დასახლდნენ”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

უკრაინა პოლონეთისგან სიემიანოვიცე – სლიონსკეში წარმოებულ Rosomaks-ის ტიპის 100 ერთეულ ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი „ტვიტერზე“ წერს.

“უკრაინის არმია ჩვენგან შეიძენს 100 Rosomaks, რომლებიც წარმოებულია სიემიანოვიცე – სლიონსკეში. Rosomaks საუკეთესო საბრძოლო გადამზიდავია”, – წერს მორავიეცკი.

მისი ინფორმაციით, შეძენა ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button