მსოფლიოსიახლეები

2-კვირიანი კარანტინი დიდ ბრიტანეთში ჩასულებისთვის

8 ივნისიდან იმ პირებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავლენ, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ჩასვლისთანავე, ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ონლაინ ფორმა და დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ის თვითიზოლაციის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც კარანტინში ყოფნისთვის შესაფერისი ადგილი არ აქვს, მოუწევთ, სახელმწიფოს მიერ მოწყობილ სპეციალურ დაწესებულებებში, 14 დღე საკუთარი ხარჯით გაატარონ.

რეგულაციების თანახმად, ახლად ჩამოსულებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი. 14 დღის განმავლობაში, მათ საკვებისა თუ სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გასვლაც ეკრძალებათ.

ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ, 1 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.

აღსანიშნავია, რომ დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ სატვირთოების მძღოლებს, ფერმების სეზონურ მუშებსა და მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button