ირმა ხეცურიანმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა პარაოლიმპიელმა ირმა ხეცურიანმა B კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

პარაოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ირმა ხეცურიანმა მეტოქე ყველა ჯგუფში დაამარცხა.

თუმცა ფინალური შეხვედრა ბელორუსელის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 15-9 დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button