თინათინ ბოკუჩავა: დარღვევების კასკადი ვიხილეთ

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე თინათინ ბოკუჩავამ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„დარღვევბის კასკადი ვიხილეთ. ხელისუფლება ცდილობდა, შიშის ფონი, შიშის კლიმატი შეექმნა, რაც გამოკვეთილი იყო გორში, რუსთავსა და მარნეულში. ასევე თბილისში, ყველაზე გამოკვეთილად კი მთაწმინდაზე,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

თინათინ ბოკუჩავამ ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზეც ისაუბრა. ასევე მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წარმომადგენელზე ფიზიკურ თავდასხმაზე.

ბოკუჩავამ მოსყიდვის ფაქტებსა და “ქართული ოცნების” კოორდინატების მიერ ფულის დარიგებასა და ასევე ე. წ. კარუსელების ფაქტებზე ისაუბრა.

“ქართული ოცნება თითს იშვერს ნაციონალური მოძრაობისკენ, იცილებს პასუხისმგებლობას, ამით ხელისუფლება ძალადობას და დარღვევებს ახალისებს,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

თინათინ ბოკუჩავას ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button