მსოფლიოსიახლეები

ასტროფიზიკოსებმა გალაქტიკაში უცნობი სიგნალების წყაროებს მიაკვლიეს

კანადელმა, ჩინელმა და ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა პირველად აღმოაჩინეს გალაქტიკის შიგნით უცნაური პერიოდული სტრუქტურის მქონე უმძლავრესი მოკლე რადიოსიგნალების – FRB-ტალღების წყაროები. გაირკვა, რომ მათ წარმოშობს მაგნეტარი – დამაგნიტებული ნეიტრონული ვარსკვლავი “ირმის ნახტომის” მოპირდაპირე მხარეს, – იუწყება ჟურნალი “Nature”.

სწრაფი რადიოსიგნალი რამდენიმე მილიწამს გრძელდება და კოსმოსურ სივრცეში უმძლავრესი (მზეზე 100 მლნ-ჯერ უფრო მძლავრი) ენერგიის გაფრქვევა ახლავს თან. მეცნიერების ვარაუდით, ეს, მათ შორის, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების მიზეზით ხდება.

სექტემბერში ჩინელმა ასტრონომებმა განაცხადეს, რომ რადიოსიგნალები დედამიწისგან 3 მლრდ სინათლის წლით დაშორებული წყაროდან მოდიოდა.

FRB-ტალღები 2007 წელს ავსტრალიურმა ობსერვატორიამ აღოაჩინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button