მნიშვნელოვანირეგიონი

თაფლის წარმოება კახეთში – პრობლემები და პერსპექტივები

კახეთში ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თაფლის წარმოებას იწყებს.

დღეს, მხოლოდ ლაგოდეხში, 150-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერია, თუმცა მათი უმავლესობა პრობლემებსა და დარგის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს.

წარმოება, რომ გააუმჯობესონ და პროდუქტი ევროპის ბზარზე გაიტანონ, დამატებით ინვესტიციებს საჭიროებენ. ადგილზე კი თაფლის გაყიდვა უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოდან თაფლის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, ირკვევა, რომ 500 მილიონიან ბაზარზე ჩვენი ქვეყნიდან ჯერ არცერთი კილოგრამი თაფლი არ არის გატანილი.

როგორ გეგმავს სახელმწიფო მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარებას?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

რეპორტაჟში გამოყენებულია კვლევა, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდა ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს “კონრად ადენაუერის ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან” და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button