კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში – არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ახმეტის მუნიციპლიტეტში. შემთხვევა სოფელ საკობიანოსთან მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა.

წყალში გადავარდნილი ავტომანქანიდან ერთმა მგზავრმა ვერ გამოაღწია და დაიხრჩო.

ავტომობილში იმყოფებოდნენ მძღოლი და 6 წლის მოზარდი, რომლებიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო – სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button