მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალთან მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, დაშავებულის გამოყვანა, სახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, მხოლოდ ავტომობილის გაჭრის შემდეგ მოახერხეს.

47 წლის მამაკაცი, უმძიმესი ტრამვებით, ჯერ თელავის ცენტრალურ, შემდეგ კი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ.

“უმძიმესი მდგომარეობა აქვს, ოპერაციას უტარებენ. გვაქვს ვარაუდი, რომ ჯერ ინსულტი განვითარდა და შემდეგ შეჯახება მოხდა. ექიმები ამ წუთშიც იბრძვიან მის გადასარჩენად. ჯერჯერობით, პროგნოზის გაკეთება მიჭირს”, – განაცხადა ჭონიაშვილმა, რადიო ჰერეთთან საუბრისას.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button