რეგიონი
ზუგდიდში მამაკაცის ცხედარი სანიაღვრეში იპოვეს

ზუგდიდში, ბერიას ქუჩისა და ჩიტაძის ქუჩის კვეთასთან ახალგაზრდა, 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი სანიაღვრეში იპოვეს.
ადგილზე მუშაობს პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიაც.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.