1 არხზე დღეიდან მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან საინფორმაციოს გარდა, ყველა სხვა გადაცემა ჩერდება.

რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ეთერში გასვლას ახალი სეზონიდან ან კონკრეტულად როდის გაიხსნება სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.

საკითხებზე დღეს სამეურვეო საბჭოს სამუშაო სხდომაზე იმსჯელებენ. ამ დროისთვის ბორდს კონკურსის წესით შერჩეული აქვს 9 გადაცემა. ყველა მათგანი სოციალურ და კულტურულ თემატიკას ეხება, არცერთია პოლიტიკური. შერჩევის პროცესში გაჩენილ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ ბორდის კრიტიკულად განწყობილი წევრები.

რეორგანიზაციის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილიც, რომელმაც შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button