მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზაზა გახელაძის ოჯახი პრემიერ-მინისტრს ვადას აძლევს

ზაზა გახელაძის ოჯახი პრემიერ-მინისტრს,ირაკლი ღარიბაშვილს ვადას აძლევს. ცოლის ირმა ბუთხუზის განცხადებით, თუ ზაზა გახელაძე 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, ოჯახი მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებს. ამ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

“პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს”. – ამბობს ირმა ბუთხიზი.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება .

მსგავსი პოსტები

Back to top button