“ამერიკულ საშინელებათა ისტორიის” მსახიობი ქალი გარდაიცვალა [Photo/video]

მსახიობი როუს სიგინსი, რომელმაც “ამერიკულ საშინელებათა ისტორია: ფრიკ-შოუში” უფეხო სიუზის როლი შესარულა, ქალაქ დენვერის საავადმყოფოში წარუმატებელი ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, – გვაცნობებს საინფორმაციო პორტალი TMZ.

პორტალის ინფორმაციით, სიგინსს თირკმელებიდან კენჭების ამოღების ოპერაციას უტარებდნენ, მაგრამ მსახიობს ინფექცია შეეჭრა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

როუზ სიგინსი მძიმე გენეტიკური დეფექტით – გავის ძვლის აგენეზიით დაიბადა და მთელი ცხოვრება თირკმელებისა და კუჭკქვეშა ჯირკვლის პრობლემებით იტანჯებოდა.

მსახიობი 43 წლის იყო, მას 2 შვილი დარჩა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25245″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button