მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთის პრეზიდენტი რადაში სიტყვით გამოვა

22 მაისს კიევში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელიც დღესვე აპირებს სიტვით გამოვიდეს უკრაინის უმაღლეს რადაში. ამის შესახებ მისმა ოფისმა დღეს განაცხადა.

ანჯეი დუდა იქნება უცხო ქვეყნის პირველი მეთაური, რომელიც რუსეთის უკრაიანაში შეჭრის შემდეგ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა განაცხადა, „თავის გამოსვლაში პრეზიდენტი შეეხება პოლონეთ-უკრაინის ისტორიას და პატივს მიაგებს მათ, ვინც უკრაინისა და ევროპისთვის იბრძვის. . .”

ანჯეი დუდა ასევე პირისპირ შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის; დაგეგმილია დელეგაციების ორმხრივი მოლაპარაკებები.

ბოლო პერიოდში ეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია უკრაინაში: ანჟეი დუდა კიევს მიმდინარე წლის 23 თებერვალს, რუსული აგრესიის წინა დღეს და 13 აპრილს სტუმრობდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ საათზე მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის პარლამენტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button