საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი “ფორდ-ტრანზიტს” დაეჯახა.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ “მიცუბიშის” მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button