ტაილანდი ახალ წელს ზეიმობს [Photo/Video]

ტაილანდის მოსახლეობამ ბუდისტური საოჯახო დღესასწაულის, სონგკრანის – ტაილანდური ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო.
ქვეყნის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ წელს სამდღიანი ზეიმი ალკოჰოლისა და შიშველი ქალების გარეშე ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იძულებული გახდება, რომ წესრიგის დამრღვევები დააკავოს.
ქვეყნის მოსახლეობა ამ დღესასწაულის დროს ტრადიციულად ხანდაზმულებს პატივს აგებს, ბუდისტურ ტაძრებში ბუდას ქანდაკებებს წყალს ასხამს და წუწაობს. მთავრობამ ადამიანებს წყლის რაციონალურად გამოყენებისკენ მოუწოდა, ვინაიდან წელს ტაილანდში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ძლიერი გვალვა აღინიშნებოდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33267″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]