ტაილანდის პრესტიჟულ კურორტზე მომხდარმა ორმა აფეთქებამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა [Photo/video]

ტაილანდის პრესტიჟულ კურორტზე მომხდარი 2 აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 25 კი მძიმედ დაშავდა, – იუწყება Aljazeera.

ტაილანდის კურორტ ჰუაჰინში, სადაც რესტორნები და ბარები მდებარეობს, 11 აგვისტოს გვიან საღამოს 2 აფეთქება მოხდა. გვაცნობებენ, რომ ბომბები ყვავილების ქოთნებში იყო დამონტაჟებული და მოქმედებაში მობილური ტელეფონის მეშვეობით მოიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, პირველი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მეორე აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25 მძიმედ დაიჭრა.

დაჭრილთა შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე 2 ქალია, გერმანიის მოქალაქე ქალი, ჰოლანდიის, გერმანიისა და იტალიის მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაილანდში საკურორტო სეზონია გაჩაღებული, ქვეყანა დედოფალ სირიკიტის დაბადების დღესა და დედის დღეს აღნიშნავს. კურორტი ჰუაჰინი ბანგკოკიდან 230 კილომეტრში მდებარეობს.

აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტაილანდის სამხრეთში მუსლიმი სეპარატისტები მოქმედებენ, რომლებსაც ბანგკოკის გამოყოფა და მუსულმანური სასულთნოს შექმნა სურთ. ისინი პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას გამუდმებით თავს ესხმიან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40200″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button