ტაიფუნმა ფილიპინებზე 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა [Video/Photo]
წყალდიდობისა და მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, რომელიც ტაიფუნმა “კოპუმ” გამოიწვია, ფილიპინის არქიპელაგის უმსხილეს კუნძულ ლუსონზე 16 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.
3 დღის განმავლობაში, კუნძულ ლუსონზე 1000 მმ. ნალექი მოვიდა. ამის გარდა, იქ საშუალო სომძლავრის მიწისძვრაც დაფიქსირდა, რაც უახლოეს საათებში ახალი მეწყრის ჩამოწოლას გამოიწვევს. ქარის სიჩქარმ 250 კმ/სთ-ში მიაღწია.
ავიამიმოსვლა, სამგზავრო და სატვირთო ბორნების მოძრაობა შეწყვეტილია. სანაპირო ზოლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ დეკემბერს, ტაიფუნ “ჰაგუპიტის” გადავლის გამო, ფილიპინის კუნძულებზე 18 ადამიანი დაიღუპა.