ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – 31 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]

ტაივანის ძლიერ მიწისძვრას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 515 მძიმედ დაშავდა, ხოლო 120 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – იუწყება BBC.
როგორც ცნობილი გახდა, 29 ადამიანი 17 სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგებმა უზარმაზარი სახლი რამდენიმე ნაწილად გააპო და ჩამოანგრია. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, შენობა უხარისხო სამშენებლიო მასალისგან იყო აგებული და შესაბამისი გამოძიება აუცილებლად ჩატარდება.
7 თებერვალს მაშველებმა ნანგრევებიდან ასობით ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.
სეისმოლოგების ცნობით, კუნძულ ტაივანის სამხრეთ ნაწილში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო განლაგებული. მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტად ქალაქი ტაივანი დაზარალდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28971″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]