ტაჯიკეთი დახმარებას ითხოვს [Video]
ტაჯიკეთის მთავრობა მსოფლიო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
ანომალურად მაღალი ტემპერატურის გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის მთიან რაიონებში ღვარცოფი და მეწყერი ჩამოწვა, მდინარე გუნდის შენაკადი ჩახერგა, ხელოვნური წყალსაცავი წარმოიქმნა – შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა. განსახუთრებით დიდი ზარალი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქს მიადგა.
სტიქიის შედეგად დანგრეულია 60-მდე სახლი, სკოლა, მაღაზიები და სხვა ნაგებობები. რეგიონში აღარ არსებობს ცენტრთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. სტიქიის ზონიდან 10 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
საერთო ზარალმა, 100 მილიონ დოლარს გაააჭარბა, – იუწყება ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი.
Euronews-ის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას მეჩეთებში და კლუბებში განათავსეს. წინასწარი მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივლისის შემდეგ, ტემპერატურამ ქვეყნის მთიან რაიონებში, შესაძლოა 46 გრადუსამდე აიწიოს.