აშშ-ს უძლიერესმა ტორნადომ გადაუარა [Video]

უძლიერესმა ტორნადომ, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს თავს დაატყდა, 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – იუწყება CNN.

მისისიპის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში 3 ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა. 1 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. არკანზასში ერთი ქალი დაიღუპა, რომლის სახლს ხე დაეცა.

ტენესის შტატში 2 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

“ასეთ საშობაო “საჩუქარს” ნამდვილად არ მოველოდით. იანვარში ამგვარი არახელსაყრელი მეტეოპირობები დიდი იშვიათობაა. სამი წლის წინ ტეხასისა და ალაბამის შტატებში რამდენიმე ტორნადო დაფიქსირდა, ბევრი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მაგრამ მაშინ სტიქიას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია”, – განაცხადა მეტეოროლოგმა გრეგ კარბინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button