ტანზანიაში იშვიათი თეთრი პავიანი აღმოაჩინეს [Photo/Video]

ტანზანიის ნაციონალურ პარკ არუშში იშვიათი თეთრი პავიანი აღმოაჩინეს, – წერს The Daily Mail.

ბუნებაში ამ პრიმატებს ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო აქვთ. ექსპერტები აღნიშნული პავიანის უჩვეულო ფერს ლეიკიზმით ხსნიან, რომელიც მუტაციის შედეგია. ამგვარ მუტანტებს მელანოციტის უჯრედების უქონლობის გამო თეთრი ბეწვი და ვარდისფერი კანი აქვთ.

თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პავიანის ნათესავები მის უჩვეულო შეფერილობას ყურადღებას არ აქცევენ.

ცხოველი ფირზე ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, ჩარლი ლინემ აღბეჭდა და აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად თეთრი პავიანი თხა ეგონა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებაში გენური მუტაციები იშვიათად არ ხდება. მაგალითად, 4 თვის წინ, კუბაში, კიდევ ერთი უცნაური ცხოველი – მაიმუნის-დინგიანი ღორი დაიბადა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32670″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button