უნგრეთის საზღვართან თავი მოიყარა 5 ათასმა ლტოლვილმა [Video/Photo]

უნგრეთში, საზღვრებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით, ძალაში ახალი კანონები შემოიღეს.

ამიერიდან, საზღვარზე მარტო იმ ლტოლვილებს გაატარებენ, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით, განცხადებას დაწერენ. როგორც უნგრეთის პრესა აღნიშნავს, ერთი დღის განმავლობაში, მხოლოდ 72 მოთხოვნა დაფიქსირდა.

უნგრეთის პოლიციამ სერბეთის საზღვარზე უკვე 367 ადამიანი დააკავა. ლტოლვილებს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, უნგრეთის ხელისუფლებამ, სერბეთთან მოსაზღვრე ორ რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18140″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button