მნიშვნელოვანისაქართველო
ტაქსის მძღოლების პროტესტი

ტაქსის მძღოლებმა დღეს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს, თუმცა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციამ მანქანების ევაკუატორით გაყვანა გადაწყვიტა. ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.
მძღოლები მიიჩნევენ, რომ ტაქსების სფეროში ხელისუფლება მონოპოლიის დამყარებას ცდილობს და კერძო ტაქსების მფლობელებს შიმშილისთვის წირავს.თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს,-აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს.
მოუსმინეთ ტაქსის მძღოლების ხმას
მძღოლების აქციაზე არა მაგრამ, ტაქსების სფეროში არსებულ რეგულაციებზე ილაპარაკა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ