ტაქსის მძღოლმა მგზავრს ნახევარი მილიონი დოლარი დაუბრუნა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ტაქსის მძღოლმა სამხრეთკორეელ მგზავრს 500 ათასი დოლარი დაუბრუნა, – გვაცნობებს National.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთკორეელ ბიზნესმენს ფულით სავსე პორტფელი ტაქსის სალონში დარჩა, ხოლო ტაქსის მძღოლმა ნაპოვნის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
48 წლის მძღოლს, რომელიც წარმომავლობით ნეპალელია, კეთილშობილური საქციელისთვის, გზებისა და ტრანსპორტის სამმართველომ ჯილდოდ სიგელი და 817 დოლარი გადასცა – 273 დოლარი უწყების მოხელეებისგან და 544 დოლარი გულმავიწყი მგზავრისგან.

მძღოლის განცხადებით, ეს მისთვის პირველი შემთხვევა არაა. მან 2015 წელს ირანის მოქალაქეს მანქანაში დავიწყებული პორტფელი დაუბრუნა, რომელშიც 13 ათასი დოლარი იდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button