სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, ძიუდოს ტურნირზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი, რეპეშაჟში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ტატოს მეტოქე, ტიტულოვანი ბელგიელი სპორტსმენი მატიას კასე იყო.

ეს წყვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდა ერთმანეთს. გრიგალაშვილმა უძლიერეს მოწინააღმდგესთან მაშინაც დათმო შეხვედრა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა უკვე 4 დღეა დაიწყო და მედლებიც გათამაშდა.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობას, აქტივში ჯერ მხოლოდ 2 მედალია. ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედლები, რომლებიც სპორტსმენებმა ძიუდოში მოიპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button