მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიიდან დარეპორტებული მიგრანტების უმეტესობა ქართველია

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, – ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს.

კერძოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ექვს თვეში დარეპორტებულთა რაოდენობამ მეოთხედზე მეტად მოიმატა.

მედია წერა, რომ მიგრანტების უმეტესობა დააბრუნეს საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში. იანვრიდან ივნისის თვის პერიოდში ქვეყნის დატოვება 7 861 ადამიანს მოსთხოვეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.

დარეპორტებულთა შორის 1 664 ქალია და 1 375 არასრულწლოვანი.

ამასთან, გამოცემის ცნობით, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).

Deutsche Welle-ს ცნობით, დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა ჩაიშალა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომელიც ექვემდებარება დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება.

ბუნდესტაგში Linkspartei-ის წარმომადგენლის, კლარა ბიუნგერის თქმით, ყველაზე ხშირად დეპორტირებულებს ავსტრიაში აგზავნიდნენ, რაც უკავშირდება დუბლინის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ლტოლვილის სტატუსის მსურველები შეუძლიათ გერმანიიდან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გაგზავნონ.

ბიუნგერმა გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები და დეპორტაციების რაოდენობის ზრდას “ჰუმანურობასა და ადამიანურობაზე თავდასხმა” უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button