სპორტი

იბრაგიმოვიჩის 150-ე გოლი და გალიდერებული მილანი

იტალიის ჩემპიონატში მე-11 ტური ჩატარდა, სადაც ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მილანი და რომა დაუპირისპირდნენ.

მასპინძელი რომაელები არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რასაც 26-ე წუთზე სტუმრის სტატუსის მქონე ზლატან იბრაგიმოვიჩის პირველი გოლი მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ეს მიღწევა დიდი შვედისთვის სერია A-ში გატანილი 150-ე გოლია.

ზლატანმა მატჩში მეორე გოლიც გაქვითა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ის არ ჩაითვალა.

მეორე ნახევარში კვლავ სტუმრები აქტიურობდნენ. იბრაგიმოვიჩმა ისევ იჩინა თავი და პენალტი გამოიმუშავა. 11 მეტრიანი კი ზუსტად ფრანკ კესიმ შეასურულა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

მასპინძელმა რომაელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლეს და კაცნაკლულ როსონერის პრესტიჟის გოლი გაუტანეს.

მილანს 31 ქულა მოუგროვდა და სერია A-ს ნაპოლისთან ერთად ლიდერობს, ხოლო რომას 19 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში მილანური დერბი დელა მადონინაში გაიმართება, რომაელები კი ვენეციას ესტუმრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button