მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებული ალიკა ალაზოვი, გიორგი ოძელაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებენ. მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვეს.

გამოძიება მათ მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ძლადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის ოფისი 5 ივლისს დაარბიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button