ჭადრაკის მსოფლიო თასზე 7 ქართველი იბრძოლებს

12 ივლისს რუსეთის ქალაქ სოჭში სტარტს აიღებს ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში 4 ქალი და 3 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.
ვაჟთა შორის თასის მოსაპოვებლად 206 მოჭადრაკე გამოვა. ქართველები პირველივე წრიდან ჩაერთვებიან, ბაადურ ჯობავა ამერიკელ აბხიმან მიშრას დაუპირისპირდება. ლევან ფანცულაია ,- ჯახონგირ ვახიდოვს და ასევე უზბეკი შამშიდინ ვოხიდოვი ლუკა პაიჭაძე შეხვდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1 892 500 დოლარს შეადგენს, საიდანაც პირველ ადგილზე გასული 110 000 დოლარს მიიღებს. მეორე აადგილოსანი კი – 80 000 დოლრს.
ქალთა შორის მსოფლიო ტურნირზე 103 მოჭადრაკე ითამაშებს.საქართველოს ნაკრების ქალი წევრები მეორე წრეში ჩაებმებიან გათამაშებაში და ამიტომ, მათი მეტოქეების ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი ქალთა შორის 676 250 დოლარია. ჩემპიონი კი 50 000 დოლარს მიიღებს.
ქართველი ქალებიდან მსოფლიო თასზე ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი ისპარეზებენ.