მნიშვნელოვანი

ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

გუშინ ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ, ქუჩის შუაში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტობუსში მყოფი ქალიც. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეჯახებით ავარია ხდება. იყო შემთხვევა, როცა ავტომობილი გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე შევარდა.

გამზირის გახსნისთანავე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა შექმნილ საცობებსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button